კომაროვის მოსწავლეები წეროვანის ქაღალდის კომბინატს ესტუმრნენ!

პარასკევს, 28 აპრილს, მერვე (I) (დამრიგებელი და ქართულის მასწავლებელი ქეთევან ბუხრაშვილი) და მერვე (II) კლასის (დამრიგებელი და ქართულის მასწავლებელი მაია მენთეშაშვილი) მოსწავლეები წეროვანის ქაღალდის კომბინატს ესტუმრნენ. 


მოსწავლეებს კომბინატის დირექტორმა, გია ნაკაიძემ უმასპინძლა. ბავშვებმა საკუთარი თვალით დაინახეს მერქნიდან ქაღალდამდე შექმნის რთული და საინტერესო პროცესი. ეს გარეგაკვეთილი მათთვის მნიშვნელოვანი და მეტად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს, შეაგროვონ მაკულატურა და საჩუქრად გადასცენ კომბინატს, რათა თავიანთი მოკრძალებული წვლილი შეიტანონ ქართული წარმოების განვითარებაში.


ზემოთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: ლილიანა კვიტატიანი ტელ: 555 672 784